თეგეტა ჰოლდინგი.
უკან დაბრუნება

თეგეტა ჰოლდინგი.

„თეგეტა ჰოლდინგი“ 28 წლიანი გამოცდილებით, დღეს ლიდერია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების სფეროში. ასეთივე წარმატებით კომპანია წარმოდგენილია ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზარზე. საქართველოს უმსხვილესი კომპანიების ხუთეულში შემავალი ბიზნეს ჯგუფი, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია. თეგეტა, რომელმაც ავტომომსახურების სფეროში ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო და სპეცტექნიკის დიაგნოსტირებას და შეკეთებას გულისხმობს.

თეგეტა ჰოლდინგი.

28წლიანი გამოცდილება უსაფრთხო მომავლისთვის
28ფილიალი საქართველოს მასშტაბით
3000-მდედასაქმებული
35000-მდეკორპორატიული კლიენტი
400000-მდერეგისტრირებული საცალო მომხმარებელი
20 -მდე
მეტი შვილობილი კომპანია
300 -მდე
მსოფლიო ბრენდის პარტნიორი
4000 -მდე
საბითუმო ობიექტი

თეგეტა ჰოლდინგი

კომპანია 1995 წელს დაფუძნდა. ეს იყო სათადარიგო ნაწილებით მოვაჭრე პატარა მაღაზია. მოგვიანებით კომპანია საბურავების იმპორტს იწყებს და 1998 წელს ისტორიულ ხელშეკრულებას აფორმებს იაპონურ ბრენდთან Bridgestone-თან. ეს თანამშრომლობა გარდამტეხი იყო როგორც კომპანიისთვის, ასევე ქართული ბაზრისათვისაც. თეგეტა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც საქართველოში რუსული პროდუქციის მსოფლიოს წამყვანი ბრენდით ჩანაცვლების პროცესს შეუწყო ხელი. თეგეტამ რეგიონის მასშტაბით ლეგენდარული ბრენდის, Bridgestone-ის ნდობის მოპოვება შეძლო და დღემდე იაპონური კომპანიის ყველაზე მსხვილ პარტნიორად რჩება.

კომპანია 1995 წელს დაფუძნდა. ეს იყო სათადარიგო ნაწილებით მოვაჭრე პატარა მაღაზია. მოგვიანებით კომპანია საბურავების იმპორტს იწყებს და 1998 წელს ისტორიულ ხელშეკრულებას აფორმებს იაპონურ ბრენდთან Bridgestone-თან. ეს თანამშრომლობა გარდამტეხი იყო როგორც კომპანიისთვის, ასევე ქართული ბაზრისათვისაც. თეგეტა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც საქართველოში რუსული პროდუქციის მსოფლიოს წამყვანი ბრენდით ჩანაცვლების პროცესს შეუწყო ხელი. თეგეტამ რეგიონის მასშტაბით ლეგენდარული ბრენდის, Bridgestone-ის ნდობის მოპოვება შეძლო და დღემდე იაპონური კომპანიის ყველაზე მსხვილ პარტნიორად რჩება.

300-მდე
მსოფლიო ბრენდის პარტნიორია

თეგეტა მოტორსის განვითარების სტანდარტები 1995 წლიდან

კომპანიის სტრუქტურა

თეგეტა ჰოლდინგი 5 ძირითად მიმართულებას მოიცავს:

  • მსუბუქი ავტომობილები

  • სატვირთო ავტომობილები და სპეც.ტექნიკა

  • იმპორტი და დისტრიბუცია

  • მსუბუქი, სატვირთო და სპეც.ტექნიკის სერვისი

  • საერთაშორისო გაყიდვები

მსუბუქი ავტომობილების სფეროში უკვე არსებულ ბრენდებთან ერთად, Volvo, Porsche, Mazda, Toyota, Auto Gallery, Europcar გაერთიანდება Tegeta Rentals, რაც გაქირავების სრულ ასორტიმენტს ერთი SBU-ის ქვეშ მოაქცევს. გაყიდვა-გაქირავებასთან ერთად მომსახურება სრულ საგარანტიო სერვისს გულისხმობს.

 

მძიმე ტექნიკის მიმართულება აერთიანებს კონკრეტული ბრენდების სატვირთო მანქანებს და სპეციალურ აღჭურვილობას - MAN, JCB, Hyundai+ Bomag, Hino, Renault და მომხმარებელს ამ ბრენდებთან დაკავშირებულ სრულ მომსახურებას და საგარანტიო სერვისს სთავაზობს.

მნიშვნელოვანი მოვლენები

  • წელი2022
    • 2022 Tegeta Green Planet - ,,თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაცია 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ორგანიზაცია ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა და ნარჩენების განცალკევებულ შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას უზრუნველყოფს. უსარგებლო ნარჩენები გადამუშავებისთვის იმ ობიექტებს გადაეცემა, რომელთაც შესაბამისი საქმიანობის ნებართვა აქვთ.

    • Petronas - "თეგეტა ჰოლდინგმა", კიდევ ერთი, მსოფლიოში წამყვანი ბრენდის ნდობა მოიპოვა და სამრეწველო და საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებელი Petronas ქართულ ბაზარზე გამოჩნდა. Petronas საერთაშორისო მასშტაბით 80-ზე მეტ ქვეყანაში საავტომობილო და სამრეწველო საპოხი მასალების ფართო სპექტრითაა წარმოდგენილი. ქართულ ბაზარზე კი მისი ოფიციალური დილერი „თეგეტა ჰოლდინგია“. მსოფლიო ბრენდი პროდუქციას, ევროპის გარდა, აზიასა და თურქეთშიც აწარმოებს, თუმცა ზეთები, რომლებიც თეგეტას საქართველოში შემოაქვს, იტალიაში იწარმოება და ევროპული ბაზრისთვის არის განკუთვნილი.

    • GOMACO - სპეც ტექნიკის მიმართულებით "თეგეტას" პორტფელი კიდევ უფრო იზრდება და ქართულ ბაზარს ბეტონის დამგები სპეციალური ტექნიკის მწარმოებელი ბრენდი Gomaco-ც შემოერთდა. ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში "თეგეტა ჰოლდინგია" და მომხმარებელს სრულ საავტომობილო სერვისს სთავაზობს.

    • Berko - მუხლუხა სავალი ნაწილების მწარმოებელი იტალიური ბრენდი Berko "თეგეტა ჰოლდინგმა" ქართულ მომხმარებელს ადგილობრივ ბაზარზე 2022 წელს შესთავაზა. Berko ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია საერთაშორისო მასშტაბით, რომელიც აგროკულტურისა და მიწათმოქმედებისთვის საჭირო მანქანებსა და მათ ნაწილებს ამზადებს და აწვდის მსოფლიოს ათობით ქვეყანას. "თეგეტა ჰოლდინგი" Berko-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

    • CLARK - კიდევ ერთი მოწინავე ბრენდი, რომელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოსა და სომხეთში. CLARK ინდუსტრიული ტექნიკის მწარმოებელი ამერიკული კომპანიაა, რომელიც აწყობს როგორც დიზელზე, ისე გაზზე მომუშავე სასაწყობე დამტვირთველებს და ამ ტიპის ტექნიკის მწარმოებლების ათეულშია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ამჟამად CLARK-ის 350 000 ერთეული ამწე სატვირთო მანქანა მუშაობს.

    • Tegeta Logistics - კიდევ ერთი მოწინავე ბრენდი, რომელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოსა და სომხეთში. "თეგეტას" ისტორიული ემისია - „თეგეტა ჰოლდინგმა“, „თიბისი კაპიტალის“ მხარდაჭერით, კაპიტალის ბაზარზე უპრეცედენტო მასშტაბის, 150 მილიონი ლარის ემისია განახორციელა ეროვნულ ვალუტაში, რაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ემისიაა, ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე კი - სიდიდით მეორე.

  • წელი2021
    • ჰოლდინგს ემატება Construction Machinery Georgia. კომპანია სამშენებლო და სპეც.ტექნიკის უმსხვილესი კორეული ბრენდის Hyundai CE-ის ოფიციალური დილერია საქართველოში. ასევე ფრანგული ჯგუფის, Fayat group-ის წევრი კომპანიების, Bomag-ის და Marini-ს ოფიციალური წარმომადგენელია. ამ ბრენდების პორტფელში დამატებით, თეგეტა ჰოლდინგი მომხმარებელს სთავაზობს საგზაო-სამშენებლო ციკლისთვის საჭირო აღჭურვილობის სრულ სპექტრს - როგორც ასფალტის საწარმოებს, ასევე გზების მშენებლობისა და მოწყობისათვის საჭირო ყველა სახის ტექნიკა-დანადგარს. ასევე სატვირთო და მძიმე ტექნიკის მიმართულებით თეგეტა ჰოლდინგმა 2021 წელს რამდენიმე ახალი ბრენდი დაიმატა, მათ შორის: Renault-ის სატვირთო მიმართულება, გერმანული პრემიუმ ბრენდი Liebherr და ასევე თურქული მარკის სატვირთო მანქანები BMC.

    • 2021 წლის კალენდარშია კიდევ ერთი შვილობილი კომპანია Tegeta Off-Road Vehicles, რომელიც ამერიკული ოფ-როუდ ბრენდის Polaris-ის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია ქართულ ბაზარზე. შოურუმში ამერიკული ბრენდის გამორჩეული მოდელები ქართველი მომხმარებლისთვის 2021 წლის ივლისიდან ხელმისაწვდომია. თავგადასავლების მოყვარულებს კომპანია შესაძლებლობას აძლევს ტესტ-დრაივითაც ისარგებლონ.

  • წელი2020

    Toyota Center Batumi თეგეტას შვილობილ კომპანიებს შორის, Toyota-ს რიგით მეორე ავტორიზებული ცენტრია და ქალაქ ბათუმშია განთავსებული. თბილისის მსგავსად ბათუმის Toyota-ს ცენტრი შოურუმთან ერთად, სერვისცენტრსაც აერთიანებს. კომპანია Toyota-ს ერთადერთი ოფიციალური დილერია დასავლეთ საქართველოში. ამავე წელს დაარსდა Tegeta Industry, რომელიც სამრეწველო სფეროში ოპერირებს და სამრეწველო დანიშნულების ისეთი პროდუქციის უმსხვილესი იმპორტიორია, როგორებიც არის ქვის სამტვრევი დანადგარები და მათი ნაწილები, ბეტონის ქარხნები და ა. შ. 2020 წლის ივნისიდან თეგეტა რენტ ე ქარ, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, მსოფლიოში ლიდერი ბრენდის, EUROPCAR-ის ექსკლუზიური პარტნიორი გახდა საქართველოში. კომპანიის ბიზნესპროფილი გახლავთ ავტომობილების გაქირავება, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი საცალო და კორპორაციული მომხმარებლებისთვის.

  • წელი2019

    • თეგეტა ხელშეკრულებას აფორმებს შვედურ ავტოგიგანტთან Volvo-სთან და პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური წამომადგენელი ხდება. მაღალი უსაფრთხოებით გამორჩეულ ბრენდს, საქართველოს გარდა, ამიერკავსიასა და შუა აზიაში ვოლვო კავკასია თეგეტას ბრენდის ქვეშ წარმოადგენს. 2021 წლიდან მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს Volvo-ს ციფრული მაღაზიითაც ისარგებლოს.

    • Tegeta Truck and Bus -ს და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, 2017 წლიდან დედაქალაქს ჯამში 233 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსი შეემატა

    • 2019 -ში კი დედაქალქში დიზელის ძრავზე მომუშავე 90 ერთეული „MAN Lion's City A47“ ავტობუსი გამოჩნდა. სევე მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თეგეტა მოტორსმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, 226 ერთეული 12 მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის BMC-ის მარკის ავტობუსი გადასცა.

  • წელი2018

    მსუბუქი ავტომობილების ბიზნესს თეგეტა ახალი შვილობილი კომპანიით აფართოებს. იქმნება Auto Gallery, რომელიც მომხმარებელს როგორც ახალი, ასევე მეორადი ავტომობილების მრავაფეროვან არჩევანს სთავაზობს. მეორადი მანქანების შოურუმის მიმართულებით ჩნდება ახალი სტანდარტი ქართულ ბაზარზე. კომპანია წარმოადგენს ტექნიკურად გამართულ და შემოწმებულ პრემიუმ კლასის ავტომობილებს - თეგეტა მოტორსის გარანტიით.

  • წელი2017

    • თეგეტა ჰოლდინგს მულტიფუნქციური კოლეჯი თეგეტა აკადემია შეემატა. ეს არის პირველი საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც საავტომობილო სფეროში პროფესიონალი კადრების მომზადება დაიწყო. კადემია დაინტერესებულ პირებს მოკლევადიან ტრენინგებთან ერთად ავტორიზებულ სასწავლო პროგრამასაც სთავაზობს. ამ შემთხვევაში კურსდამთავრებულები ცოდნის დამადასტურებელ დიპლომს იღებენ, რომელიც აღიარებულია სახელმწიფოს მიერ

    • კომპანიამ თბილისში მანის მარკის საქალაქო ავტობუსების შემოყვანა დაიწყო. „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ ასევე გახლავთ, ტოიოტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიის, Hino Motors-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

  • წელი2016

    კომპანიამ წარმატებით განახორციელა პროექტი tax free. პროექტს საფუძვლად დაედო საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება, რომელიც გულისხმობს არარეზიდენტი პირების ავტომობილებზე დამონტაჟებული საბურავების დღგ-ს გადასახადის დაბრუნებას.

  • წელი2014

    თეგეტამ Toyota-ს სათაო ოფისის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების შემდეგ, იაპონური ბრენდის დილერისა და ავტორიზებული სერვისცენტრის სტატუსი მიიღო. ჰოლდინგის შემადგენლობას უერთდება კიდევ ერთი შვილობილი კომპანია Toyota Center Tegeta. შოურუმისა და სერვისცენტრის მშენებლობაში თეგეტამ 11 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია განახორციელა. დღეისათვის კომპანია 1000-ზე მეტ ავტომობილს ყიდის ყოველწლიურად.

  • წელი2012

    თეგეტა Groupauto International-ის ოფიციალური წევრი ხდება. ეს არის სათადარიგო ნაწილების სადისტრიბუციო, მომსახურების და შეკეთების უმსხვილესი საერთაშორისო ქსელი, რომელიც 70 ქვეყანას აერთიანებს.

  • წელი2011

    • ჰოლდინგი კიდევ უფრო ფართოვდება. მის შემადგენლობაში ჩნდება კომპანია მაზდა ცენტრი თბილისი, რომელიც იაპონური ბრენდის Mazda-ს ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანიას პირდაპირი კომუნიკაცია აქვს სათავო ოფისთან, რაც ორიგინალი ნაწილების და საგარანტიო სერვისის მიღების საშუალებას აძლევს მის მფლობელებს

    • გაიხსნა ახალი სერვის ცენტრები ფოთსა და ბათუმში. ფოთის სერვის ცენტრი წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო სერვის ცენტრს არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, რომელიც მდებარეობს საქართველოს მთავარ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში.

  • წელი2010

    თეგეტას შემადგენლობაში მსუბუქი ავტომობილების ბიზნესი 2010 წლიდან გერმანულ Porsche-სთან თანამშრომლობით იწყება. იქმნება კომპანია პორშე ცენტრი თბილისი, რომელიც დღეს უკვე რეგიონის მასშტაბით ელექტრო ავტომობილების ჰაბს წარმოადგენს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის სრულ სამოდელო რიგს, სარემონტო მომსახურებას, ასევე ორიგინალ ნაწილებს, აქსესუარებს სთავაზობს. პორშეს მექანიკოსები ყოველწლიურად სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში გადამზადების სპეციალურ კურსს გადიან.

  • წელი2008

    აღმაშენებლის ხეივანში გაიხსნა თეგეტას ახალი სათავო ოფისი, სადაც კომპანიის ადმინისტრაციული ნაწილია განთავსებული. ცენტრალურ ოფისთან ერთად, ჯამში 27 000 კვ.მ-ზე, რეგიონში ყველაზე დიდი, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მულტიფუნქციური სერვისცენტრი გაიხსნა. ამავე წელს, თეგეტა გერმანული ბრენდის, BOSCH-ის პარტნიორი გახდა ამიერკავკასიაში და მსუბუქი ავტომობილებისთვის ბოშ-ქარ სერვისი გახსნა თბილისში. ამავე წელს ჰოლდინგი საცხებ - საპოხი მასალების უმსხვილესი ბრენდის MOBIL–ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა საქართველოში.

  • წელი2007

    ჰოლდინგს Tegeta Construction Equipment ემატება. კომპანია ბრიტანული უმსხვილესი სამშენებლო ტექნიკის ბრენდის, JCB-ის ოფიციალური დილერია საქართველოსა და სომხეთში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო და საგზაო ტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებით, ასევე ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს. Tegeta Construction Equipment ასევე წარმოადგენს შვეიცარულ ბრენდს AMMANN-ს. ეს არის საგზაო ტექნიკისა და ასფალტის ქარხნების მწარმოებელი კომპანია 150 წლიანი გამოცდილებით, რომლის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში Tegeta Construction Equipment-ია.

  • წელი2006

    • თეგეტას შემადგენლობაში ჩნდება კომპანია Tegeta Truck and Bus, რომელიც სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მწარმოებელ გერმანულ ბრენდს, MAN-ს, საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს. თეგეტა პირველი და ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც მსოფლიოში ცნობილი, უმსხვილესი საავტომობილო კონცერნის ნდობის მოპოვება შეძლო. Tegeta Truck and Bus -ის სერვის ცენტრი Man-ის ცენტრალური, მიუნხენის ცენტრის სტანდარტებით აშენდა და აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით. Tegeta Truck and Bus–ის საქმიანობა მოიცავს სატვირთო ავტომობილების, სამშენებლო ტექნიკის, ავტობუსების, მუნიციპალური და სხვა სახის კომერციული ავტომობილების სრულ სერვისს, ასევე რეალიზაციასა და რეალიზაციის შემდგომ საგარანტიო მომსახურებას

    • თეგეტა ჰოლდინგში შემავალი ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია „TDC automotive”, იწყებს SHELL-ის საცხებ-საპოხი მასალების ექსკლუზიურად შემოტანას როგორც საქართველოში, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანში.

  • წელი2001

    კომპანია „თეგეტა მოტორსის“ სახელით იკავებს პოზიციებს ბაზარზე.

  • წელი1995

    „თეგეტა მოტორსი“ დაფუძნდა როგორც შპს “ავტოექსპორტი.”

ჩვენი
მისია და კორპორატიული ღირებულებები

ჩვენი მისია

ჩვენი მოღვაწეობა ეფუძნება კლიენტებთან, პარტნიორებთან და პერსონალთან გრძელვადიანი თანამშრომლობის პრინციპებს. ჩვენი მისიაა პროფესიონალიზმით, თავდადებითა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვით შევქმნათ მომსახურების უმაღლესი სტანდარტი და ავტოსერვისის ახალი კულტურა საქართველოში.

კორპორატიული ღირებულებები

ჩვენ ვართ საქართველოს ბაზრის ლიდერი კომპანია და ვმართავთ ბიზნესს კეთილსინდისიერად და ეფექტურად. ჩვენი მიზანია ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავიტანოთ უნიკალური „ნოუ-ჰაუ", რომელიც შევქმენით მრავალწლიანი წარმატებული განვითარების შედეგად.

შვილობილი კომპანიები

  • უკან დაბრუნება

თეგეტა ჰოლდინგი.1