გაყიდვების წარმომადგენლები
უკან დაბრუნება

გაყიდვების წარმომადგენლები

"თეგეტა მოტორს"-ში სავაჭრო წარმომადგენლების (დილერები) მომსახურებისთვის შექმნილია ეფექტური და დახვეწილი სადისტრიბუციო სისტემა, რომელსაც კომპანია 40-ზე მეტი დისტრიბუტორის დახმარებით მართავს. მათი მთავარი ამოცანაა სავაჭრო წარმომადგენლების საჭიროებების ანალიზი და მათი დროული და ხარისხიანი შესრულება. კომპანია სავაჭრო წარმომადგენლებს ავტო პროდუქტებისა და დანადგარების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს, როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო ავტომობილების და სპეცტექნიკის მიმართულებით. „თეგეტა მოტორსი“ GROUPAUTO INTERNATIONAL-ის ოფიციალური წევრია და საქართველოში 300-ზე მეტ მსოფლიო ბრენდს წარმოადგენს, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Hankook, Varta, Exide, Optima, Shell, Motul, Mobil, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, BPW, Thermo King, Febi, Federal Mogul და ა.შ.

გაყიდვების წარმომადგენლები

more than

უფრო მეტი

წარმომადგენლებს (დილერი) აქვთ შესაძლებლობა შეარჩიონ მაღალ ხარისხიანი პროდუქცია 50,000-ზე მეტი დასახელების პროდუქტის სპექტრიდან, ისარგებლონ პროდუქციის სწრაფი მიწოდების სერვისით, მიიღონ პერსონალური გაყიდვების მენეჯერის მომსახურება და სხვა დამატებითი სერვისები. „თეგეტა მოტორსი“ მუდამ სთავაზობს თავის სავაჭრო წარმომადგნელებს მრავალფეროვან ტრენინგებს მათი თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად საავტომობილო სფეროში.

50 000 პროდუქტი

ამჟამად თეგეტა მოტორსი 2 ათასზე მეტ სავაჭრო წარმომადგენელს ემსახურება საქართველოს ყველა ქალაქში. ჩვენ თითოეულ სავაჭრო წარმომადგენელ ვთავაზობთ მაღალხარისხიან პროდუქციას და მომსახურების მაღალ სტანდარტს, რაც განაპირობებს გრძელვადიანი და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის წინაპირობას.

პარტნიორი ბრენდები