თეგეტა ჰოლდინგი უმსხვილესი საავტომობილო კომპანიაა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რომელიც მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს მსუბუქი, სატვირთო, სამშენებლო, კომერციული, სამგზავრო და ინდუსტრიული ტრანსპორტის მიმართულებით. კომპანია 1995 წელს შეიქმნა და ქვეყნის მასშტაბით 28 სერვის ცენტრით უწევს მომსახურებას მომხმარებელს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. "თეგეტა ჰოლდინგი" ისეთი ცნობილი საავტომობილო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია, როგორიცაა Porsche, Volvo, Toyota, Mazda, ხოლო სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები.